ბიჭები კალათბურთელები გახდნენ
არ გეგონოთ, რომ ისინი ამ სპორტით სერიოზულად დაკავდნენ, უბრალოდ, ქველმოქმედებენ.ადრე მათ საქველმოქმედო თამასში მიიღეს მონაწილეობა. ბიჭები თავიაანთ თამაშით კმაყოფილები დარჩნენ და ისიც კი აღიარეს, რომ არ ელოდნენ ასე კარგად თუ იცოდნენ კალათბურთის წესები.

სიურპრიზი ჯონასების ფანებს
ამერიკაში გამოჩნდა საყურეები ჯონასების გამოსახულებით. ასევე გაიხსნა მაღაზია, სადაც ტორტს დაგიმზადებენ დაბადების დღისთვის ამ ჯგუფის ნებისმიერი წევრის გამოსახულებით და ის სულ რაღაც 8 დოლარი დაგიჯდებათ.

ძმებს ბრიტნისთან მეგობრობა სურთ
ადრე ჯონასემბა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ბრიტნისთან მეგობრობა სურთ.
ნიკი: ვთვლით, რომ ბრიტნი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მომღერალია. ის ისევ ჩვეულ ფორმაშია, მაგრამ მხარში დგომა სჭირდება. გვსურს, ჩვენი მეგობარი იყოს და დუეტიც ჩავწეროთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ჯარგი გამოვა და ჩარტების სათავეშიც მოექცევა.
http://27.media.tumblr.com/tumblr_lfg5pabn1T1qcju04o1_500.jpg
ჯონასებს პაპარაცები სულ კუდში დასდევენ. მათ გამოჩენაზე განსაკუთრებით ნიკი რეაგირებს. ბიჭს საშინლად აღიზიანებს, როცა გამუდმებით უთვალთვალებენ მით უმეტეს, მის პირად ცხოვრებაში ერევიან. თავის მხრივ, პაპარაცები აღნიშნავენ, რომ ჯონასები აგრესიულები არ არიან პირიქით. ჰოდა, მათ გზა გაეხსნათ და თამამად იმუშავეს. ისინი ძმების ჯონებით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ჯონასებს სახლების კოლექცია აქვთ.
http://24.media.tumblr.com/tumblr_lg0cax5L7G1qgpc37o1_500.jpg

ნიკ ჯონასი ბარაკ ობამას შეხვდა
ნიკმა საშა და მალია ობამები მაშინ გაიცნ, როდესაც Jonas Brothers-ი პირველად მივიდა თეთრ სახლში. ცოტა ხნის შემდეგ კი ნიკი ბარაკ ობამას შეხვდა. ,,ძალიან აღელვებული ვარ"-განუცხადა ჟურნალ People-ს მომღერალმა. პრეზიდენტმა ნიკთან ერთად დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო და მათ ესტუმრა. ბავშვების უმრავლესობას ნიკის ნახვა უფრო გაუხარდა , ვიდრე პრეზიდენტის. როგორც იცით, ნიკს 13 წლის ასაკში აღმოუჩინეს დიაბეტის ერთ-ერთი ტიპი. მომღერალმა ავტოგრაფებიც დაარიგა. ,,ძალიანმაგარი იყო"- თქვა ჟურნალ
People-სთან ნიკმა, ,,პრეზიდენტი ჩემთან მოვიდა და მადლობა გადამიხადა , რომ მის ქალიშვილებს შევხვდი დამათთვის ვიმღერე. მე მას ვუთხარი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მათი გაცნობა, შემდეგ კი ერთად სურათი გადავიღეთ".