I თავი მე დეა მქვია და მინდა მოგითხროთ ჩემი ამბავი... ახალშეუღლებული წყვილი ერთ ძალიან დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრობდა. ანის და ლუკას, ჩემს მშობლებს, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, და ცდილობდნენ ერთად რაც შეიძლებოდა დიდი დრო გაეტარებინათ. ანი უკვე ორსულად იყო და ბავშვსაც,ანუ მე, ძალიან მალე ელოდებოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს როდესაც დედამ თვალები გაახილა გაახსენდა, რომ ხვალ მამას დაბადების დღე იყო. მან არც კი იცოდა რა საჩუქარი ეჩუქებინა მისთვის. წამოდგა ლოგინიდან და ლეპტოპი ჩართო. დაათვალიერა სხვადასხვა ტანისამოსი ინტერნეტში და არჩევანი ძალიან ლამაზ პულავერზე შეაჩერა. ასევე ამოაპრინტერა მათი სურათი და თავის საყვარელ ჩარჩოში ჩადო. შუადღისას დედა მაღაზიაში წავიდა შერჩეული საჩუქრის საყიდლად. სახლში დაბრუნებულმა კი ლუკას დაურეკა: - ლუკა როგორ ხარ? -კარგად ანი შენ? - მეც კარგად, ეხლა სასეირნოდ ვიყავი წასული და პროდუქტიც მოვიტანე.როდის მოხვალ? - დღეს ცოტა შემაგვიანდება, შენ არ დამელოდო დაიძინე კარგი? -კარგი.. - მიყვარხარ ანი -მეც ლუკა ძალიან ძალიან... დედამ მობილური მაგიდაზე დადო და სამზარეულოში მამასათვის საუცხოო ვახშმის მოსამზადებლად გავიდა. იგი ლუკას მოსვლამდე დაძინებას არ აპირებდა., უნდოდა პირველს მიელოცა თავისი ქმრისთვის ეს დღე. მამას ეგონა რომ ანის მისი დაბადების დღე დაავიწყდა მაგრამ ცოტაოდენ იმედს მაინც იტოვებდა და თავისი საქმეების მოგვარებას განაგრძობდა, რადგან მის ბიზნესში პატარა შეფერხება იყო. ლუკა სახლში თორმეტის ნახევარზე დაბრუნდა. დედას მისთვის კარი არ გაუღია რადგან არც მამას დაუჭერია თითი ზარის ღილაკზე,საყვარელი ადამიანის გაღვიძება არ უნდოდა. სახლში შესულმა საძინებლისკენ გასწია,ძალიან ეძინებოდა,მაგრამ სამზარეულოდან გამომავლი ხმური შემოესმა და ცოტა შეშფოთდა კიდეც, ხელში ბეისბოლის ბიტა მოიმარჯვა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა ანის საყვარელ ადგილს მთელს სხლში, რადგან დედას საჭმლის გაკეთება ძალიან უყვარდა. ლუკა სამზარეულოში შევიდა და ანი დაინახა, რომელსაც მაგიდაზე სანთლებით რომანტიული ვახშამი მოემზადებინა.მამას ძალიან გაუხარდა და დედას ჩაეხუტა. მათ დიდხანს ილაპარაკეს. დედამ საჩუქარიც აჩვენა მამას ძალიან მოეწონა.. ამ დროს კი ანის მუცელი ასტივდა და მშობიარობა დაეწყო. მამამ სამშობიაროში გააქანა. მთელი გამე ლუკამ გაათენა და ერთხელაც არ ჩასძინებია. როცა ექიმი პალატიდან გამოვიდა, იგი მაშინვე მასთან მივარდა: - ექიმო რა ხდება? როგორ არიან? ბავშვი როგორ არის?-კითხვების გროვა მიაყარა ექიმს ლუკამ აღელვებული და ნერვიული სახით. - ყველაფერი კარგადაა..ანიც და თქვენი გოგონაც კარგად არიან და ორივე ჯანმრთელია-უპასუხა ექიმმა. -როდის გამოწერთ? - 3-4 დღეში შეგიძლიათ ყველა წახვიდეთ, მანამდე კი სახლში დაბრუნდით, მეუღლის ნახვა ჯერ არ შეგიძლიათ ლუკა ექიმს შეეკამათა მაგრამ მან ყველაფერი აუხსნა და კაციც ცოტა ხნით ისევ სკამზე ჩამოჯდა. ექიმის წასვლისთანვე პალატაში შეიპარა და მეუღლე ინახულა. შემდეგ სახლშიც დაბრუნდა და კარგად გამოიძინა. 4 დღის შემდეგ ანიც სახლში გამოუშვეს და მე მამამ პირველად მაშინ მნახა. II თავი მე ადრევე დავიწყე ლაპარაკიც,სიარულიც და მახსოვრობაც ადრევე განმივითარდა.5 წლის სკოლაში მივედი და საუკეტთესო მოსწავლეც გავხდი.გავიდა 10 წელი ჩემი დაბადების შემდეგ, უკვე მეექვსე კლასელი ვიყავი და საუკეთესო მოსწავლე გავხდი. მე რამდენიმე ნანატრი ოცნება მქონდა: გავმხდარიყავი მომღერალი, ვილა L,A-ში დიდი აუზით, Jonas-ებსაც დავუახლოვდებოდი, Joe-ს კარგად გავიცნობდი და მის შეყვარებულობაზეც არ ვიტყოდი უარს. ჩემს 2 სართულიან სახლში კი დაქალებთან ერთად მაგარ party-s მოვაწყობდი სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იქნებოდა რადგან მეც უკვე მომღერალი ვიქნებოდი და ცხოვრებაც აწყობილი მექნებოდა იდეალურად გადიოდა წლები, ვიცვლებოდი,ყველაფერი იცვლებოდა, მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა უცვლელი და განუმეორებელი ჩემი ოცნება. რაც დრო გადიოდა მით უკეთ ვაყალიბებდი ჩემს ოცნებას.მინდოდა რომ,როდესაც სკოლას და 4 წლიან უნივერსიტეტს დავმთავრებდი ლონდონში წავსულიყავი სასწავლებლად. ვიცოდი, რომ ჯო ჯონასს სახლი ჰქონდა, დიდი ალბათობა იყო რომ მასაც ვნახავდი.ლონდონში კი სწავლასთან ერთად მინდოდა მომღერალიც გავმხდარიყავი,რადგან სიმღერის გარეშე ვერ ვძლებდი. III თავი სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა და ბიზნესის ფაკულტეტის უნივერსიტეტსაც ვამთავრებდი.ერთი რამ ყველაზე მეტად მწყინდა, როცა ჩემი არ სჯეროდათ დ არც ჩემი ოცნების რეალობად ქცევის. მაღვიძარამ დარეკა,თვალები გავახილე, საწოლიდან წამოვდექი და ჩემს აბაზანაში გავედი თავის მოსაწესრიგებლად. სამზარეულოში სასაუზმოდ ჩასულს კი დედ-მამა შემომეხვია და დაბადების დღე მომილოცეს, რომელიც მე თვითონაც კი არ მახსოვდა. იმდენად ვიყავი სწავლით გართული, რომ საკუთარი დაბადების დღის მოახლოებაც კი ვერ ვიგრძენი. დღეს ისევ უნივერსიტეტში მივდიოდი და საბოლოო გამოცდასაც ვაბარებდი. მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და ლონდონის ბილეთი მიყიდეს, რომელიც უკან დასაბრუნებლადაც უნდა გამომეყენებინა ზუსტად 3 თვის შემდეგ. - აუ... 3 თვით რატომ?-ვკითხე მე გაბრაზებულმა.. და მადლობის თქმა საერთოდ გადამავიწყდა.. -თუ იქაურობას ვერ შეეჩვევი აქ დარჩები ჩამოსვლისას-მიპასუხა დედამ - კარგით, მაგრამ თუ შევეჩვევი სწავლასაც იქ დავამთავრებ და მხოლოდ არდადეგებზე ჩამოვალ ხოლმე კაი? მშობლებიც დამთნხმდნენ. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, არც კი მეგონა და ვერც ვიჯერებდი რომ სულ მალე ოცნება მიხდებოდა და ჯო ჯონასსაც ვნახავდი. დიპლომი ავიღე და გასაფრენად 1 კვირით ადრე ვემზადებოდი.
|