ალბათ
იცით რომ Live With Regis And Kelly ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
გადაცემაა ამერიკაში, მაგრამ სამწუხაროდ მისი წამყვანი რეჯისი სამსახურს
ტოვებს ასაკის გამო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გადაცემა
დაიხურება?? არა! პროდუსერები ცდილობენ შეარჩიონ იდეალური პარტნიორი
კელისთვის ამ გადაცემაში. და აი ერთ-ერთი ვარიანტი ნიკ ჯონასია. ნიკმა
წინა წლის 8 იანვარს ერთი დღით სცადა წაეყვანა გადაცემა სტუმრის სტატუსით
და შესანიშნავადაც გამოუვიდა. პროდუსერები ამბობენ, რომ თავისი ლაპარაკით,
მანერებით, დახვეწილობით და იუმორით ნიკი ამ გადაცემისთვის იდეალურია.
მართლაც გადაცემის წაყვანისას მან მაყურებელის ყურადღება კარგად მიიპყრო
და ხალხიც ბევრი აცინა. რა თქმა უნდა ნიკი ერთადერთი არაა ვინც წამყვანად მოიაზრება და აი იმ ხალხის სია ვინც შეიძლება რეჯისი შეცვალოს:
Ryan Seacrest, Neil Patrick Harris, Mario Lopez, Jeff Probst, Chris
Harrison, Chris Cuomo, Anderson Cooper, Billy Bush, Mike Rowe, Bryant
Gumbel, Glenn Beck, Tom Bergerson, Larry King, Kelly’s husband- Mark
Consuelos. ახლა კი იხილეთ ერთი წლის წინანდელი ჩანაწერი, სადაც ნიკმა რეჯისი შეცვალა და წამყვანი გახდა