ჯო ჯონასის და ეშლი გრინის სიყვარული სულ რაღაც ცვლილებებს განიცდის თავიდან არავის სჯეროდა მათი წრფელი სიყვარულის,მაგრამ როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს,ყველამ დაიჯერა მათი ურთიერთობის სერიოზულობა. ჯომ განაცხადა რომ ეშლი გრინისთვის იმ ბეჭედს მოიხსნიდა და ეშლიმ თქვა რომ მის მიმართ მართლაც რომ თბილ და წრფელ გრძნობას განიცდის და სიყვარულშიც გამოუტყდა.ხალხმა ვერც მოასწრო ამ მოულოდნელ წყვილთან შეგუება,რომ პრესაში უკვე ჭორები გაჩნდა მათ დაშორებაზე. ერთ-ერთი წყაროს თანახმად ჯო და ეშლი განუწყვეტლივ რაღაც წვრილმანებზე ჩხუბობენო. 21 წლის მსახიობს და მუსიკოსს აღიზიანებს რომ მისი შეყვარებული ზედმეტად თავისუფლების მოყვარულია და ჯოს კონტროლის ქვეშ არ არის.სექტემბრის დასაწყისში ეშლის მეგობრები ყვებოდნენ რომ ეშლი ხშირად ჩადის ისეთ საქციელს რაც ჩვეულ ნორმებში არ არისო და ამით აღვივებს ჯოს ინტერესს მის მიმართ! მათი თქმით ეშინიათ რომ ჯოს მის მიმართ გრძნობა გაუნელდება:ჯოს ეშლი მართლაც ძალიან მოსწონს,მაგრამ მას ესმის რო ჯოსთვის ეშლისთან ყოფნა ასეთი მარტივიც არ უნდა იყოს თორემ მოსწყინდება ჯოს და ისინი დაშორდებიან. ეშლი იქცევა უცხოდ,არაორდნინალურად და ეს ''აგიჟებს'' ჯოს.ეტყობა ელის კალენის როლის შემსრულებელი ზედმეტად ხშირად თამაშობს გულგრილ როლს და იმის ნაცვლად რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები ანგრევს მათ,იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ვარსკვლავური წყვილის კონფლიქტი მოკლე დროში მოგვარდება და ერთად იქნებიან